Loading data...
ავიაიერიში სანაზე - დაშავებულია 6 ადამიანი

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ დედაქალაქ სანაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. 

„ჰუსიტების“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ანის ალ-ასბაჰის თქმით, დარტყმა სახელმწიფო ნავთობკომპანიის ბენზინგასამართ სადგურსა და თავად კომპანიის შენობაზე განხორციელდა. ავიაიერიშის  შედეგად ექვსი მუშა დაშავდა.

ალ-ასბაჰის თქმით, დარტყმამ კომპანიის შენობაც დააზიანა.