1784580546
უცხოეთი
ავღანეთში წყალდიდობას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 100 კი დაკარგულად ითვლება
ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაკარგულად ითვლება. დაშავდა, სულ მცირე, 80 ადამიანი.
„თალიბანის“ მთავრობის განცხადებით, სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს დაატყდა თავს.
მათივე თქმით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ქვეყნის ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ზარალის უმეტესი ნაწილი ნურისტანის პროვინციის ქალაქ პარუნში დაფიქსირდა.