Loading data...
ავღანეთის საჰაერო ძალებმა პაკისტანის ქალაქ ლაჰორზე იერიში მიიტანეს

ავღანეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს პაკისტანის ქალაქ ლაჰორზე. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Tolo News-ი იტყობინება. 

„ადგილობრივი წყაროების ცნობით, „თალიბანის“ საჰაერო ძალების გამანადგურებელმა დღეს საღამოს პაკისტანის ქალაქ ლაჰორში პოზიციები დაბომბეს. ლაჰორის აღმოსავლეთით ზოგიერთ რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. რამდენიმე ადგილას ხანძარიც გაჩნდა“, - წერს მედიასაშუალება. 

ინფორმაციისთვის, 11 ოქტომბრის საღამოს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დურანდის ხაზის მთელ გასწვრივ ბრძოლები დაიწყო. ხუთი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა. საზღვარზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ავღანეთმა პაკისტანი თავისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.

ამასთან, პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ექსტრემისტული დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ (TTP) აქტიურობაა, რომელიც პაკისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს და ისლამაბადის მტკიცებით, ავღანეთის ტერიტორიაზე ოპერირებს, სადაც მას ოფიციალური „თალიბანის“ მხარდაჭერა აქვს.