ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევს

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის სამხრეთით მდებარე ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე ისრაელის დარტყმამ შესაძლოა, რეგიონული კატასტროფა გამოიწვიოს და დასძენს, რომ კონფლიქტში რადიაცია ჯერ არ დაფიქსირებულა.
„რეგიონის ქვეყნები ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ დამიკავშირდნენ, რათა გამოეთქვათ თავიანთი შეშფოთება და მინდა აბსოლუტურად და სრულიად ნათლად განვაცხადო - ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში, პირდაპირი დარტყმა რადიაქტივობის ძალიან მაღალ გამოყოფას გამოიწვევს“, - განუცხადა რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამისა და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ოპერაცია 12-13 ივნისის ღამეს დაიწყო, რასაც ირანის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. ირან-ისრაელის კონფლიქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.