Loading data...
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანის ბირთვულ ობიექტზე იერიშის შემდეგ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა, - აღნიშნულის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო პლატფორმა X-ზე იტყობინება. 

„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, დარტყმების შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.