1790440623
უცხოეთი
ათენში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განაცხადებით, ათენის ცენტრის ტურისტულ ზონაში მომხდარ აფეთქებას, რის შედეგადაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს შენობაში მცხოვრები ხანდაზმული წყვილი და ოთხი ტურისტი ემსხვერპლა.
დედაქალაქის მერის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმომარაგების სისტემას უკავშირდება.
აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ასევე იმყოფებოდა სახანძრო სამსახურის დანაშაულის გამოძიების განყოფილება.
შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, ათენის პოპულარულ ღირსშესანიშნაობებთან, მათ შორის, აკროპოლისსა და ზევსის ტაძართან, ახლოს მდებარეობდა. აფეთქებამ დააზიანა მიმდებარე სახლები, მაღაზიები და ავტომობილები.