Loading data...
ათენის გარეუბანში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა 1200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ათენის გარეუბანში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ისინი იძულებული გახადა, 1200-ზე მეტი პირის ევაკუაციის შესახებ გაეცათ ბრძანება.

ამ ეტაპზე, ასობით მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. „ხანძარი ჩაცხრა, თუმცა რამდენიმე გაფანტულ კერასთან ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნავს სამაშველო ოპერაციების წარმომადგენელი.

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის, ხელისუფლებამ მოსახლეობა ოთხი ახლომდებარე ქალაქიდან გაიყვანა, მათ შორის, იმეროს პეფკოსის დასახლებიდან, რომელიც ათენის აეროპორტიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში მდებარეობს. საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებდა, რომ დაკვამლიანების შედეგად, აეროპორტის ასაფრენი ბილიკები დაიხურა და რამდენიმე რეისი დაგვიანდა. ფაქტი, მოგვიანებით, ათენის აეროპორტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა უარყო. „ხანძრის გამო, არცერთი დაგვიანებული რეისი არ ყოფილა და არც ასაფრენი ბილიკები დახურულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.