Loading data...
ათენის ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ღამით, დახურულ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ „ევროპული პრავდა“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

წინასწარი შეფასებით, გამოყენებულია ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რამაც ხმამაღალი აფეთქება გამოიწვია.

პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ღამის კლუბის შესასვლელი და გარეთ გაჩერებული მანქანა.

ამავე ცნობით, გამოძიება ამჟამად ფოკუსირებულია იმ 4 ადამიანზე, რომლებიც აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე კლუბთან ახლოს საეჭვოდ იქცეოდნენ.