ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში ტყის ხანძარს ებრძვიან

ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში ტყის ხანძარს ებრძვიან.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
„ათენიდან 20 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრიონერის ქალაქის მცხოვრებლებმა 3 SMS შეტყობინება მიიღეს, სადაც მათ უსაფრთხო ზონაში ევაკუაციას სთხოვდნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ვასილის ვატრაკოიანისმა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 145 მეხანძრე და 44 სახანძრო მანქანა, 10 სახანძრო თვითმფრინავი და შვიდი ვერტმფრენია ჩართული.
სახანძრო სამსახური ასევე უმკლავდება კიდევ ოთხ მსხვილ ხანძარს: სამხრეთ-დასავლეთით, საბერძნეთის ორ უდიდეს კუნძულზე - კრეტაზე სამხრეთით და ათენის ჩრდილოეთით ევბეაზე, და კიტერას კუნძულზე კრეტას ჩრდილო-დასავლეთით. ბრძოლაში ჩართულია მინიმუმ 335 მეხანძრე, 19 თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი, თუმცა მათ მხოლოდ დღის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა.
პრესსპიკერის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 52 ტყის ხანძარი გაჩნდა.