Loading data...
„ათასობით ადამიანი ოჯახს დაუბრუნდება“ - ჯარედ კუშნერი ტყვეთა მასშტაბურ გაცვლას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური პატიმრების გაცვლის შესახებ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ მან MD Meets პოდკასტში განაცხადა.

კუშნერს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეები პროცესის დასრულებას მოახლოებულ სადღესასწაულო პერიოდამდე (საშობაო/საახალწლო დღესასწაულებამდე) გეგმავენ.

კუშნერის თქმით, აბუ-დაბიში სამმხრივი შეხვედრის მთავარი მიზანი პატიმრების ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული გაცვლა იყო.

„სამმხრივი შეხვედრის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო იმის დადგენა, შეგვეძლო თუ არა პატიმრების მასშტაბური ჰუმანიტარული გაცვლის განხორციელება, რომელიც დღესასწაულებამდე ძალიან მალე მოხდება და მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ ამ გაცვლის დროს „ათასობით ადამიანი შეძლებს სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნებას“.