1783533853
უცხოეთი
აშშ ვარაუდობს, რომ სირიას ტერორისტული სახელმწიფოების სიიდან ამოიღებს
„აშშ-მა შესაძლოა, სირია ტერორისტული სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ასე მოვიქცევი. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? სირიის პრეზიდენტმა შესანიშნავი საქმე გააკეთა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ალ-შარააზე დადებითად ისაუბრა და მას ძლიერი და პატივსაცემი ლიდერი უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, დანაწევრებული და არეულობაში მყოფი ქვეყანა გააერთიანა. ალ-შარაამ კი, ტრამპს „სანქციების მოხსნის ისტორიული გადაწყვეტილებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში 1979 წლიდან იმყოფება.