Loading data...
„აშშ უკრაინის ომით დაიღალა“ - კელოგი გამოეხმაურა რუბიოს განცხადებას მოლაპარაკებებიდან აშშ-ის შესაძლო გასვლის შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით დაიღალა, ის ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სიტყვებზე, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებები წინსვლის არარსებობის შემთხვევაში დატოვოს.

ტრამპის წარმომადგენლის თქმით, რუბიოს განცხადება საკმაოდ მკაცრად ჟღერდა, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. მიზეზი კი ის არის, რომ ვაშინგტონი „დაიღალა იმით, რაც ხდება“.

„არსებობს ძალიან ბევრი სხვა გლობალური პრობლემა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული. ეს ომი ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა. ჩვენ შევიმუშავეთ ის, რასაც მე წინასწარ დოკუმენტს ვუწოდებ“, - განაცხადა კელოგმა. 

ცნობისთვის, კიტ კელოგმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი მომავალ კვირას ლონდონში გაემგზავრება, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს.