Loading data...
აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები

„აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები“, – ამის შესახებ Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ უკრაინას ემუქრება სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტითა და პრიორიტეტული საჭიროებების სიის მექანიზმის შეჩერებიით.

„ისინი კიევში რეკავენ, ისინი ყველას ურეკავენ (ევროპაში)“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

შეგახსენბთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეთანხმების დეტალებს ელოდება.