აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა უკანონო გამდიდრების საქმეზე გირაო არ გადაიხადა - მას შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს
„აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას, უკანონო გამდიდრების საქმეზე სასამართლოს მიერ შეფარდებული 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო არ შეუტანია“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სტეფანიშინას გირაო 11 აგვისტომდე უნდა შეეტანა. ახლა უკრაინის სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურას უფლება აქვს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს და ყოფილი დიპლომატისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.
ცნობისთვის, ოლგა სტეფანიშინა ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებასა და ცრუ დეკლარირებაში. გამოძიების ინფორმაციით, მან დეკლარაციაში არ მიუთითა კიევში მდებარე ორი ბინა, მათი რემონტის ხარჯები, საცხოვრებლის ქირა, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, ასევე ავიაბილეთებსა და დედის მკურნალობაზე გაწეული ხარჯები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 აგვისტოს ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.