1757510124
უცხოეთი
აშშ-ში უკრაინელი ქალი მოკლეს - ტრამპი მკვლელისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვს

შეერთებულ შტატებში 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკას მკვლელს სიკვდილით დასჯა უნდა მიესაჯოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„ცხოველი, რომელმაც ასე სასტიკად მოკლა უკრაინელი ლამაზი ახალგაზრდა გოგო, რომელიც ამერიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საძიებლად ჩამოვიდა, სწრაფად უნდა (ეჭვგარეშეა!) გასამართლდეს და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიესაჯოს“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვლელის დასჯის სხვა გზა არ არსებობს.