Loading data...
აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

დენვერის საერთაშორისო აეროპორტში American Airlines-ის რეისის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც აფრენის დროს თვითმფრინავს საბურავის პრობლემა შეექმნა, რამაც აალება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის დროს თვითმფრინავში ეკიპაჟის 6 წევრი და 173 მგზავრი იმყოფებოდა.