1779082629
უცხოეთი
აშშ-ში საავიაციო შოუს დროს ჰაერში ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა
აშშ-ის აიდაჰოს შტატში Gunfighter Skies-ის საავიაციო შოუს დროს, ჰაერში ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. წერს BBC.
როგორც მედია წერს, შემთხვევა ორ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავ EA18 შორის მოხდა. ინციდენტმა ხანძარი გამოიწვია, რის გამოც ბაზა დროებით დაიხურა და საჰაერო შოუს დარჩენილი ნაწილი გაუქმდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„კატაპულტირების შემდეგ ეკიპაჟის ოთხივე წევრის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადეს საჰაერო ბაზაზე.
საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, ეკიპაჟის წევრებს სამედიცინო პერსონალი გასინჯავს.