Loading data...
აშშ-ში ყოფილი სამხედროს დახვრეტის ჩვენება პირდაპირ ეთერში იგეგმება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი სამხედროს, ნიდალ მალიკ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება იგეგმება. ჰასანმა 2009 წელს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

ყოფილი მაიორი 3 დეკემბერს, ფორტ-ჰუდის ბაზაზე უნდა დახვრიტონ. ის პირველი ამერიკელი სამხედრო იქნება, ვისაც 1945 წლის შემდეგ დახვრეტენ.

56 წლის ჰასანის დახვრეტის წინადადებით აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი გამოვიდა. „ჰასანს ჯარისკაცები დახვრეტენ და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ სიკვდილით დასჯა საჯარო იყოს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, სამხედრო ფსიქიატრმა ნიდალ მალიკ ჰასანმა 2009 წელს 13 შეუიარაღებელი ადამიანი მოკლა და კიდე 32 დაჭრა. მან ცეცხლი გახსნა სამხედრო ბაზის სამედიცინო კორპუსში, სადაც სამხედროები სამედიცინო შემოწმებას და ვაქცინაციას ელოდებოდნენ.