Loading data...
აშშ-ში კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს

კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს 10 სექტემბერს იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. 

გავრცელებული ინფორმაციით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა დაიწყო. ჩარლი კირკი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იუტას ველის უნივერსიტეტში სროლის ტრაგიკული შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ჩარლის, მის ახლობლებსა და ყველა დაზარალებულს“, – აცხადებს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი კაშ პატელი.