აშშ-ში კანადიდან გარკვეული საქონლის იმპორტის აკრძალვა ძალაში შევიდა
აშშ-ში კანადიდან განუსაზღვრელი ვადით გარკვეული საქონლის იმპორტის აკრძალვა ძალაში შევიდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
აკრძალვა ალკოჰოლურ პროდუქციას, ლუდს, შუშხუნა ღვინოს, ზოგიერთ რძის ნაწარმს და მოტოციკლებს ეხება.
აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აკრძალული საქონლის ფასი რამდენიმე მილიარდ დოლარად შეაფასა.
ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა აშშ-ს უსამართლოდ ექცევა. კანადური საიმპორტო საქონლის აკრძალვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, როდესაც კანადამ ვაშინგტონის მიერ საბაჟო გადასახადების გაზრდას ანალოგიური ზომებით უპასუხა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო დავა აგვისტოს დასაწყისში გამწვავდა, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკება ჩავარდა. სექტემბრის დასაწყისში ტრამპმა ევროკავშირს ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა, თუ კანადა ამ ორგანიზაციაში ასოცირებული წევრის სტატუსს მიიღებს.
დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აშშ კანადასთან ვაჭრობაზე დამოკიდებული არ არის, ამასთანავე, სტატისტიკის მიხედვით, ეს ქვეყანა შეერთებული შტატებისთვის მსოფლიოში ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია.