Loading data...
აშშ-ში, ქალაქ ლილენდში მასობრივი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 12 დაშავდა

აშშ-ში, მისისიპის შტატის ქალაქ ლილენდში მასობრივი სროლა იყო, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე, 12 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ქალაქის მერის ჯონ ლის განცხადებით, ოთხივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

მერის თქმით, სროლა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მოხდა, სადაც მაცხოვრებლები ლილანდისა და ჩარლსტონის სკოლების თამაშის შემდეგ შეიკრიბნენ.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის. მიმდინარეობს გამოძიება.