Loading data...
აშშ-ში, ინდიანის შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ინდიანის შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. 

ამერიკული მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არის ოთხი წლის ბავშვია. 

ბავშვი ძლიერი შტორმის დროს მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის სახლს ხე დაეცა. დეპარტამენტის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ასევე არიან 19 წლის კაცი და 58 წლის ქალი.

განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ინდიანაპოლისის რაიონში, სადაც საგანგებო სამსახურებმა წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინდიანის გუბერნატორმა, მაიკ ბრაუნმა ამ კვირის დასაწყისში შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.