1771312704
უცხოეთი
აშშ-ში ჰოკეის მატჩზე კაცმა ცოლი და შვილი მოკლა
აშშ-ის როდ-აილენდის შტატში სკოლის ჰოკეის მატჩის დროს 56 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და შვილი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ ctvnews.ca იუწყება.
მატჩზე მყოფი კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა. სროლა Dennis M. Lynch Arena-ზე მოხდა. პოლიციის ცნობით, საუბარია ოჯახურ კონფლიქტზე. მკვლელის ქალიშვილის ინფორმაციით, მამამისს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.