Loading data...
აშშ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯის პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემს

პენტაგონის განცხადებით, შეერთებული შტატები პირდაპირ ეთერში გადასცემს არმიის მიერ იმ პირის სიკვდილით დასჯის პროცესს, რომელმაც 2009 წელს „ფორტ-ჰუდის“ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს შეერთებული შტატებში სიკვდილით დასჯის პროცესის ტრანსლირების უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

ნიდალ ჰასანი არმიის ყოფილი ფსიქიატრი, 1945 წლის შემდეგ გახდება პირველი პირი, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები დახვრეტის გზით სიკვდილით დასჯის.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პლატფორმა X-ზე დაადასტურა, რომ სიკვდილით დასჯის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება იგეგმება.