1766901899
უცხოეთი
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები დღეს ფლორიდაში შეხვდებიან და ომის დასრულების გეგმას განიხილავენ
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე იმსჯელებენ. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება.
ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში დაგეგმილ შეხვედრაზე ისეთი საკითხების განხილვას აპირებს, როგორებიცაა დონბასის რეგიონის ბედი, ასევე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალი და ა.შ.
პრეზიდენტების შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზეა დანიშნული.