Loading data...
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა

„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დემოკრატი კონგრესმენის ალ გრინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ უარყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, საკითხის განხილვა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც კვლავ გააქტიურდა დისკუსია იმაზე, თუ რა გეგმები ექნებათ „დემოკრატებს“, თუკი ისინი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ.

რეზოლუციის დაბლოკვას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი 147 იყო, 47-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ცნობისთვის, გრინის რეზოლუცია ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკასა და იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის უწყებების საქმიანობას ეხებოდა. კონგრესმენმა დოკუმენტში მაგალითად მოიყვანა ფედერალური საიმიგრაციო აგენტების მიერ რენე გუდის, ალექს პრეტის, ლორენცო სალგადო არაუხოსა და იოჰან სებასტიან დურან გერეროს მკვლელობები.