1757140155
უცხოეთი
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა Hyundai-ის ქარხანაში მასშტაბური რეიდი ჩაატარა - დაკავებულია 500 ადამიანი

აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ჯორჯიის შტატში მდებარე Hyundai-ის ქარხანაში მასშტაბური რეიდი ჩაატარა და ქარხანაში მომუშავე თითქმის 500 ადამიანი დააკავა.
„ეს უყო რეალურად ისტორიაში ყველაზე დიდი ერთ ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო ოპერაცია“, - განაცხადა სპეციალურმა აგენტმა, სტივ შრანკმა.
ICE-ის ცნობით, დაკავებულთაგან დაახლოებით 300 ადამიანი სამხრეთ კორეის მოქალაქეა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მისი მოქალაქეების დაპატიმრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების ეკონომიკური საქმიანობა არ უნდა შეფერხდეს.