1772868976
უცხოეთი
აშშ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული დამატებითი სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო რუსეთის ნავთობზე დამატებითი სანქციების მოხსნას განიხილავს, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესანტმა Fox Business-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ბესანტმა განმარტა, ირანის წინააღმდეგ თავდასხმების ფონზე ნავთობის გლობალური მიწოდების გაზრდისთვის, შესაძლოა, აშშ-მა „რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნას“.
„ჩვენ სხვა რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნა შეგვიძლია. ხაზინას კიდევ სხვა რამის გაკეთებაც შეუძლია: წყლებში სანქცირებული ასობით მილიონი ბარელი ნედლი ნავთობია. მათზე სანქციების მოხსნა შეგვიძლია. ჩვენ ამას განვიხილავთ“, - აღნიშნა სკოტ ბესანტმა.