აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი დააკავა
აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი დააკავა.
მედიის ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში, როდესაც ამერიკულმა მხარემ ქვეყნის სანაპიროსთან ნავთობით დატვირთული გემი დააკავა.
მიუხედავად იმისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ბრძანა, რომ სანქცირებული ტანკერები დაეკავებინათ, გემი, რომელიც ახლა დააკავეს, არ არის ამერიკული სანქციების ქვეშ.
როგორც „სიენენი“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, გემი პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი იყო, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა და საბოლოოდ აზიისკენ იყო მიმართული. ვენესუელა კი აშშ-ის ამ ქმედებას აფასებს, როგორც საერთაშორისო ტერორისტულ აქტს.
ვენესუელამ აშშ-ის მიერ გემის ბოლო დაკავება დაგმო და მას „ქურდობა და გატაცება“ უწოდა. ვენესუელამ აშშ მისი რესურსების მოპარვის მცდელობაში მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა.
In a pre-dawn action early this morning on Dec. 20, the US Coast Guard with the support of the Department of War apprehended an oil tanker that was last docked in Venezuela.
— Secretary Kristi Noem (@Sec_Noem) December 20, 2025
The United States will continue to pursue the illicit movement of sanctioned oil that is used to fund… pic.twitter.com/nSZ4mi6axc