1768546028
უცხოეთი
აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ტანკერი შეიპყრო
ამერიკელმა სამხედროებმა მეექვსე ტანკერის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც ვენესუელასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
აშშ-მა ამჯერად ტანკერი Veronica შეიპყრო, რომელიც გაიანის დროშით დაცურავდა. ტანკერი კარიბის ზღვაში იყო დაკავებული.
„ერთადერთი ნავთობი, რომელსაც ვენესუელა გაყიდის, იქნება ნავთობი, რომლის ტრანსპორტირება სათანადოდ და კანონის შესაბამისად ხდება“, - წერია აშშ-ის სამხრეთ მეთაურობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტანკერები, რომლებიც აშშ-მა აქამდე დააკავა, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტში“ შედის ან მათზე ამერიკის და ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.