1772558677
უცხოეთი
აშშ-მა საუდის არაბეთსა და ქუვეითში საელჩოები დახურა
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და ქუვეითში საელჩოებს ხურავს მას შემდეგ, რაც ორივე მათგანი ირანული დრონების სამიზნე გახდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩო 3 მარტს ორი ირანული დრონის თავდასხმის შემდეგ დაიხურა.
ქუვეითში აშშ-ის საელჩო „შემდგომ შეტყობინებამდე“ დაიხურა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტმა არასაჭირო პერსონალს ქვეყნის დატოვება უბრძანა. ანონიმურმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ საელჩოს 1-2 მარტს დაარტყეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს, დატოვონ ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყანა: ირანი, ერაყი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, ლიბანი, იორდანია, ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი და სირია.