Loading data...
აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ პირველი ერთობლივი მრავალდისციპლინური წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. 

ხუთდღიანი წვრთნები Freedom Edge სამხრეთ კორეის საკურორტო კუნძულ ჩეჯუს მახლობლად მიმდინარეობს, რომელშიც სამი ქვეყნის საზღვაო, საჰაერო და კიბერ ძალები მონაწილეობენ. 

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების მეთაურების განცხადებით, წვრთნები მიზნად ისახავს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეის მედია წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები მოკავშირეთა წვრთნებს „ძალიან მკაფიო და გაძლიერებული კონტრშეტევით“ უპასუხებენ, თუ „კუნთების დემონსტრირება“ გაგრძელდება.