აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის პირობა დაასახელა
თუ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება და ვენესუელასა და ირანში სიტუაცია სტაბილიზდება, ეს ნავთობის ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესანტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„სამშვიდობო შეთანხმებების წყალობით, ჩვენ შევძლებთ ნავთობის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას. თუ ვენესუელასთან, ირანთან, ასევე, რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდება, ბაზარზე სანქციების ქვეშ მყოფი ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შევა“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, ბესენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ცვლილებები მხოლოდ ომის ოფიციალური დასრულებისა და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების დადების შემდეგ მოხდება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოცულობის გაზრდას გამოიწვევს, არამედ მსოფლიო ენერგომატარებლების ფასების სტაბილიზაციის სიგნალიც გახდება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნა ენერგეტიკულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რაც შეამცირებს სხვა ენერგოწყაროებზე დამოკიდებულებას და სტაბილიზაციას მოახდენს ფასებზე აშშ-ში, ევროპასა და აზიაში მომხმარებლებისთვის.