აშშ-მა „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ნოემის თქმით, ეს გადაწყვეტილება ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შემდეგ იყო მიღებული. სროლაში ეჭვმიტანილი, კლაუდიო მანუელ ნევეშ-ვალენტე აშშ-ში 2017 წელს DV1-ის პროგრამით ჩავიდა და მოგვიანებით „გრინ-კარტა“ მიიღო.
„ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანის შემოშვება არასოდეს უნდა მომხდარიყო“, - დაწერა მინისტრმა X-ში. მან აღნიშნა რომ პროგრამა უნდა გაჩერდეს, რათა ამერიკელებს ზიანი აღარ მიაყენონ.
ბრაუნის უნივერსიტეტში სროლა 13 დეკემბერს მოხდა. დაიღუპა 2 და დაიჭრა 8 სტუდენტი. სროლაში ეჭვმიტანილი, პორტუგალიის 48 წლის მოქალაქე კლაუდიო ნევეშ ვალენტეა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ უნივერსიტეტში სწავლობდა.
„საიმიგრაციო მრავალფეროვნების“ პროგრამა 1990 წლიდან მოქმედებს და ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით მიმდინარეობდა. ყოველწლიურად 50 ათასამდე საიმიგრაციო ვიზის გათამაშება ხდება. გამარჯვებულებმა სტანდარტული შემოწმება და საკონსულო გასაუბრების პროცედურები უნდა გაიარონ.