აშშ-მა ირანისთვის იარაღის შესყიდვაში დახმარებისთვის ათ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
„აშშ-მა ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარებისთვის ათ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები დაუწესდა ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში დაფუძნებულ პირებსა და ორგანიზაციებსაც.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების მიზანია თეირანის მიერ იარაღის პროგრამების აღდგენის შესაძლებლობის შესუსტება.
„ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სახაზინო დეპარტამენტი გააგრძელებს იმ პირების გამოვლენასა და საქმიანობის შეჩერებას, რომლებიც მატერიალურ, ტექნოლოგიურ ან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ ირანის რეჟიმს და საშუალებას აძლევენ მას, გააგრძელოს ტერორისტული საქმიანობა“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.