Loading data...
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პლატფორმა X-ზე აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. 

„CENTCOM-ის აქტივებმა ირანის სამხედრო ოპერაციების ცენტრებს, საზღვაო შესაძლებლობებს, თვითმფრინავების ანგარებს, დრონების საწყობებსა და სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირანმა ბოლო სამი თვის განმავლობაში სრუტეში გამავალ 30-ზე მეტ კომერციულ გემზე მიიტანა იერიში.

„ირანის აგრესიის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე კვლავ ღიაა კომერციული გემების გადაადგილებისთვის. მაისის დასაწყისიდან CENTCOM-მა 900-მდე კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტს შეუწყო ხელი“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.