Loading data...
აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტებზე დამატებითი დარტყმები დაიწყო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა მთავარსარდლის მითითებით, ირანის სამხედრო ობიექტებზე დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყო.

CENTCOM-ის განცხადებით, აღნიშნული დარტყმები კიდევ უფრო ასუსტებს ირანის შესაძლებლობას, თავს დაესხას მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს.

აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, სანაპირო სათვალთვალო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. დარტყმები კიდევ უფრო ამცირებს ირანის შესაძლებლობას, თავს დაესხას სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.