აშშ-მა გერმანიის მთავრობის მმართველობაში მყოფი „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა
აშშ-ის ადმინისტრაციამ გერმანიის მთავრობის მმართველობაში მყოფი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „როსნეფტის“ გერმანულ შვილობილ კომპანიას საქმიანობის გაგრძელების ნებართვა შეუზღუდავი ვადით მისცა.
გადაწყვეტილება უზრუნველყოფს გერმანიის ქალაქში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეუფერხებელ მუშაობას. ეს ქარხანა საწვავითა და მაზუთით ამარაგებს ბერლინსა და გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნებართვა, რომელიც თავდაპირველად 29 აპრილამდე მოქმედებდა, ახლა „უვადოდ არის გახანგრძლივებული“.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება სასანქციო პოლიტიკაში ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი სიგნალია“. მისი თქმით, ამ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს ბერლინი–ბრანდენბურგის რეგიონისთვის.
„როსნეფტსი“ გერმანული შვილობილი კომპანიის საქმიანობის დაგეგმვა, საიმედო საფუძველზე დაყრდნობით, ერთდროულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა კატარინა რაიხემ.
აშშ-მა „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დააწესა.
გერმანიის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები მმართველობაში ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.
სანქციებიდან გამონაკლისის დაწესების გარეშე ამ კომპანიებს აშშ-ის სანქციები ნებისმიერ შემთხვევაში შეეხებოდა.