აშშ-მა ერაყში ISIS-ის რამდენიმე მებრძოლი მოკლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა ერაყში ზუსტი საჰაერო თავდასხმის შედეგად, ხუთი ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მებრძოლი მოკლეს.
როგორც აღინიშნა, 31 იანვარს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალების მხარდაჭერით, ზუსტი საჰაერო დარტყმები განახორციელეს კირკუკის გარეუბანზე. ამ დარტყმების შედეგად დაიღუპა ტერორისტული ჯგუფის ისლამური სახელმწიფოს ხუთი მებრძოლი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ISIS-ის განადგურებას.
ცნობისთვის, 20 დეკემბერს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ იუსიფის ლიკვიდაციის შესახებ სირიაში ავიაიერიშის დროს. დეკემბრის ბოლოს საფრანგეთმა განაცხადა, რომ სირიაში ტერორისტული ჯგუფის ისლამური სახელმწიფოს ობიექტებს დაარტყა.
Five ISIS Operatives Killed in Iraqi Precision Airstrike, Enabled by CENTCOM Forces
— U.S. Central Command (@CENTCOM) February 4, 2025
On 31 Jan., Iraqi Security Forces (ISF), enabled by U.S. Central Command (CENTCOM) forces, conducted precision airstrikes in the vicinity Kirkuk, Iraq, killing five ISIS operatives.
An initial… pic.twitter.com/9Et3RRnLRu