აშშ-მა და საუდის არაბეთმა ურანის გამდიდრების შესახებ შეთანხმება დაამტკიცეს
„დონალდ ტრამპმა დაამტკიცა საუდის არაბეთთან შეთანხმება, რომელიც სამეფოს სამოქალაქო ბირთვული პროგრამისთვის ურანის გამდიდრების შესაძლებლობით უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.
შეთანხმება, სავარაუდოდ, 30 წელი გაგრძელდება და მისი მიზანია, შეერთებული შტატების საუდის არაბეთის მთავრობასთან კიდევ უფრო დაკავშირება, რადგან ირანთან ომი ურთიერთობას ძაბავს.
მოსალოდნელია, საუდის არაბეთში ბირთვული ინფრასტრუქტურის განვითარებაში წამყვანი როლი ამერიკულ კომპანიებს მიენიჭოთ და ამ სფეროში სხვა, უცხოური კომპანიების მონაწილეობა შეიზღუდოს.
დიდი ალბათობით, შეთანხმება დასამტკიცებლად კონგრესს წარედგინება, სადაც მოსალოდნელია, რომ მას წინააღმდეგობა შეხვდეს. კრიტიკოსები მიზეზად საუდის არაბეთის დიდი ხნის სურვილს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც მისთვის ურანის გამდიდრების საშუალების მიცემამ, შესაძლოა, მსოფლიოში კონფლიქტის გამწვავების ახალი რისკები წარმოქმნას.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წევრი სახელმწიფოა, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობას, მაგრამ ასევე, ახორციელებს ინსპექტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყნებს არ ჰქონდეთ საიდუმლო ატომური იარაღის პროგრამები.