აშშ-მა არაბეთის ზღვაში ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი შეაჩერა
აშშ-მა არაბეთის ზღვაში შეაჩერა ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი, რომელიც დაკავშირებულია უცხოურ ბაზრებზე მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ენერგორესურსების, ნავთობისა და გაზის პროდუქციის, მათ შორის პროპანისა და ბუტანის ტრანსპორტირებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გემი „ჩრდილოვანი ფლოტის“ იმ 19 ხომალდს შორისაა, რომლებიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშ მოექცნენ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხომალდი „აშშ-ის სამხედროების მითითებებს ემორჩილება და ესკორტის თანხლებით ირანისკენ ბრუნდება“.
„აშშ-ის ძალები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას და სრულად ახორციელებენ ბლოკადას ირანის პორტებში შემსვლელი ან იქიდან გამომსვლელი გემების მიმართ. ბლოკადის დაწყების შემდეგ 37 გემი გადამისამართდა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
Yesterday, M/V Sevan was among 19 “shadow fleet” vessels sanctioned by the U.S. Department of Treasury for activities related to transporting billions of dollars worth of Iranian energy, oil and gas products, including propane and butane, to foreign markets.
— U.S. Central Command (@CENTCOM) April 25, 2026
Earlier today, Sevan… pic.twitter.com/7HdJ5iHNF7