1762803500
უცხოეთი
აშშ-მა 180 დღით შეაჩერა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები
აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოქმედება შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, „კეისრის აქტით“ გათვალისწინებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეჩერდა.
„გადაწყვეტილება აჩერებს სანქციებს, გარდა რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული გარკვეული ტრანზაქციებისა“, - აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.
ცნობისთვის, 2020 წელს აშშ-მა მიიღო „კეისრის აქტი“, რომლის მიხედვითაც, სანქციები შეეხებოდა ყველა იმ კომპანიას, რომელიც თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან, ასევე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კავშირში იყვნენ სირიის მთავრობასთან და ყველას, ვინც სირიის ფინანსურად დახმარებას შეეცდებოდა.