აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: აშშ გულმოდგინედ მუშაობს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან ბევრს მუშაობს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს კარგი შესაძლებლობა, რომ ორივე მხარე მივა შეთანხმებამდე.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ კირ სტარმერის მთავრობასთან სავაჭრო შეთანხმებაზე“, - განაცხადა ვენსმა.
ვენსმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ძალიან უყვარს დიდი ბრიტანეთი“.
„მას უყვარდა დედოფალი. ის აღფრთოვანებულია და უყვარს მეფე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობებია. ასევე, ტრამპი ბიზნესმენია და აქვს რიგი მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები ბრიტანეთში“, - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
მისი თქმით, ბრიტანეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო ღრმაა, რაშიც გულისხმობს „ნამდვილ კულტურულ ნათესაობას“.
„ვფიქრობ, რომ არსებობს კარგი შანსები, რომ დიახ, ჩვენ მივაღწევთ დიდ შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებში იქნება“, - დასძინა ვენსმა.