Loading data...
აშშ-ის უდიდესი ავიამზიდი Gerald R. Ford-ი ბორტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთს ტოვებს

ამერიკული ავიამზიდი Gerald R. Ford-ი, რომელიც ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობს, ბორტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთს ტოვებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. 

ორი ოფიციალური პირის თქმით, მოსალოდნელია, რომ ის დროებით ბერძნულ კუნძულ კრეტაზე შეჩერდება. 

ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ რამდენ ხანს იქნება ავიამზიდი კუნძულ კრეტაზე. 

ავიამზიდი 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ექსპლუატაციაში, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში ვენესუელას წინააღმდეგ ოპერაციებში, სანამ ახლო აღმოსავლეთში ჩავიდოდა.

ამერიკის უახლესი და მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი ამჟამად წითელ ზღვაში იმყოფება.

12 მარტს აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალურმა სარდლობამ ავიამზიდზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდებოდა. ავიამზიდ USS Gerald Ford-ზე გაჩენილი ხანძრის გამო ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.