Loading data...
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური: ჰორმუზის სრუტეს აშშ და მისი რეგიონული პარტნიორები აკონტროლებენ და არა ირანი

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი აცხადებს, რომ რეგიონში ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებები თავიანთ მებრძოლებს ხელფასებს არ უხდიან, რათა თანხები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ გადაურიცხონ.

„ირანის რეჟიმი აშკარად განიცდის ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს, ხოლო რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამის გამო სულ უფრო მეტად ავლენს სასოწარკვეთის ნიშნებს“, - აცხადებს კუპერი ვიდეომიმართვაში, რომელშიც აქებს აშშ-ის სამხედროების მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას.

ის, ასევე, დასძენს, რომ „ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებენ შეერთებული შტატები და ჩვენი რეგიონული პარტნიორები და არა ირანი“.