აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ახლო აღმოსავლეთს ეწვია
ამერიკელი სამხედროები განცხადებას აქვეყნებენ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უფროსის, ადმირალ ბრედ კუპერის ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს შეხვდა.
ლიბანში კუპერი და მისი თანმხლები პირები შეხვდნენ პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს და ლიბანის არმიის მთავარსარდალს, გენერალ როდოლფ ჰაიკალს. „ლიდერებმა განიხილეს პარასკევს [26 ივნისს] ვაშინგტონში ხელმოწერილი ისტორიული ჩარჩო შეთანხმების განხორციელების გზა“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ამავე ცნობით, ისრაელში კუპერი შეხვდა „მაღალ რანგის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებს“ — რომელთა ვინაობაც არ სახელდება — და ასევე მოინახულა ქვეყანაში განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცები.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა მანამდე დაადასტურა, რომ კუპერს შეხვდა.
During an ongoing trip to the Middle East, Adm. Brad Cooper, CENTCOM commander, engaged senior civilian and military leaders in Israel and Lebanon. While in Lebanon, Cooper and his staff met with President Joseph Aoun and Lebanese Armed Forces Commanding General Rodolphe Haykal.… pic.twitter.com/9KRSJyNJIR
— U.S. Central Command (@CENTCOM) June 29, 2026