Loading data...
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად მიიჩნევა, არიან დაშავებულებიც

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„17 ივლისს იორდანიაში აშშ-ის ორი სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და პარტნიორი ძალები ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმებს იგერიებდნენ. გარდა ამისა, ერთი სამხედრო ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება“, – აღნიშნულია  განცხადებაში.

მათივე ცნობით, კიდევ ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სამედიცინო დახმარებისთვის იორდანიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა უკვე დაასრულეს მკურნალობა და საავადმყოფოდან გაწერეს. ამასთან, რამდენიმე სხვა სამხედრო მსუბუქად დაშავდა და სამსახურს უკვე დაუბრუნდა.