აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალების მეთაურის ბრედ კუპერის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, რომელშიც ათიათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, 17 ირანული გემი გაანადგურეს.
„კონცენტრირებული ვართ ვესროლოთ ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩვენკენ სროლა. ჩვენ ასევე ვძირავთ ირანის საზღვაო ფლოტს - მთელ საზღვაო ფლოტს. ჯერჯერობით, გავანადგურეთ 17 ირანული გემი, მათ შორის ყველაზე ოპერატიული ირანული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა გვერდში ნახვრეტი აქვს“, - განაცხადა კუპერმა.
მისივე თქმით, ოპერაციაში 50 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი და 200-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
კუპერმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა ძალებმა 2 000-მდე სამიზნეზე მიიტანეს იერიში და მნიშვნელოვნად დააზიანეს ირანის საჰაერო თავდაცვა, ასევე ასობით ბალისტიკური რაკეტა და დრონი.
Update from CENTCOM Commander on Operation Epic Fury: pic.twitter.com/epEohq64Vf
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 3, 2026