Loading data...
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებისთვის აშშ-ის გამანადგურებლები, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 15 000 ჯარისკაცი განლაგდება

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ „პროექტ თავისუფლების“ ფარგლებში, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებისთვის აშშ-ის გამანადგურებლები, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 15 000 ჯარისკაცი განლაგდება.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აღნიშნავს, რომ ის შეასრულებს მისიას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, რათა მხარი დაუჭიროს სავაჭრო გემებს, რომლებიც ცდილობენ ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად გადაადგილდნენ.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები 4 მაისს დაიწყებენ „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას, რათა აღდგეს კომერციული გადაზიდვების ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში.

პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განხორციელებული მისია მხარს დაუჭერს სავაჭრო გემებს, რომლებიც ცდილობენ თავისუფლად გადაადგილდნენ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო კორიდორში.

სრუტეში მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის მეოთხედი და საწვავისა და სასუქების მნიშვნელოვანი მოცულობა ტრანსპორტირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.