აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო ობიექტები „გაანადგურეს“
აშშ-ის ძალებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო ობიექტები, ასევე, ირანის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტების გამშვები პუნქტები გაანადგურეს. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„აშშ-ის ძალებმა ხანგრძლივი ოპერაციების დროს გაანადგურეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო და საკონტროლო ობიექტები, ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილები და სამხედრო აეროდრომები“, - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
U.S. forces have destroyed Islamic Revolutionary Guard Corps command and control facilities, Iranian air defense capabilities, missile and drone launch sites, and military airfields during sustained operations. We will continue to take decisive action against imminent threats… pic.twitter.com/0aHEyVHf5e
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 3, 2026